Snippet

ჩვენს შესახებ

რა არის ciss?
 Ciss ინგლისური სიტყვების Continuous Ink Supply System ის აბრევიატურაა რაც ქართულად მელნის მიწოდების უწყვეტ სისტემას ნიშნავს. ალბად გაჩნდება შეკითხვა თუ რა არის ეს სისტემა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ და რა სარგებელი შეიძლება მომიტანოს მან. სანამ ამ შეკითხვებს პასუხს გავცემდეთ საჭიროა მიმოვიხილოთ პრინტერის სახეები. ზოგადად არსებობს პრინტერის ორი სახე ჭავლური და ლაზერული მათი მუშაობის პრინციპი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინაიდან Ciss სისტემა უყენდება მხოლოდ ჭავლურ პრინტერებს განვიხილოთ ჭავლური პრინტერები მაგალითად ავიღოთ hp deskjet 1050 მოდელი მას უყენდება 122 კარტრიჯი( არსებობს კარტრიჯის უამრავი სახე მაგ:20,21,60,61... და ყველა მათგანი შეიძლება ვიზუალურათ არ გავდეს სხვებს) სურათი . რომელშიც ასხია გარკვეული რაოდენობის მელანი რომელიც განკუთვნილია რაღაც რაოდენობის გვერდის დასაბეჭდათ მათი ამოწურვის შემდეგ საჭიროა ვიყიდოთ ახალი კარტრიჯი სისტემა კი საშუალებას გვაძლევს მუდმივად ერთი კარტრიჯის და სისტემის მეშვეობით კარტრიჯის შეუცვლელად ვბეჭდოთ. ალბად გაჩნდება კითხვა რატომ უნდა დავაყენო სისტემა და ამაში გადავიხადო ფული როცა შემიძლია რომ ვიყიდო ყოველ ჯერზე hp ის ორიგინალი კარტრიჯი და შევცვალო ეს ხომ ძალიან მარტივია. გეთანხმებით სულ თავისუფლად შესაძლებელია თან ძალიან მარტივიცაა მაგრამ არსებობს დაბრკოლება ფასი. დღეის მდგომარეობით 122 კარტრიჯი ითვლება ერთ ერთ ყველაზე იაფ კარტრიჯად და ღირს საშუალოდ 22 დან 25 ლარა-მდე სხვადასხვა მაღაზიებში და გათვლილია 120 გვერდის საბეჭდათ რაც ერთი გვერდის ფასს საშუალოდ ხდის 18დან 20 თეთრამდე რაც დამეთანხმებით რომ ძალზე ძვირი „სიამოვნებაა“ ciss სისტემის მელანი ამ მოდელზე 100მგ ღირს საშუალოდ 7 ლარი და 5მგ საშუალებას იძლევა დავბეჭდოთ საშუალოდ 100 გვერდი რაც გამოდის თეთრის მესამედი (0,33 თეთრი, პს 3 გვერდი 1 თეთრი) რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი შეღავათია რაც საშუალოდ 50 ჯერ იაფია ორიგინალი კარტრიჯით ბეჭდვაზე.

Leave a Reply